შპს „მკურნალის“ კოლექტივი ულოცავს 85 წლის იუბილეს
კლინიკის დამფუძნებელს, უსაყვარლეს და გამორჩეულ პიროვნებას, რაიონის სასახელო შვილს,
დამსახურებულ ექიმს, ღირსების ორდენის კავალერს, ხობის საპატიო მოქალაქეს, უამრავი
ხობელის და არა მარტო ხობელის დაუზარებელ და უანგარო მკურნალს, საკუთარი საქმის უდიდეს
პროფესიონალს, ბატონ ლუთინი (ლევან) ქავთარაძეს უსურვებს ჯანმრთელობას და წელთა სიმრავლეს.
ლუთინი
(ლევან) ქავთარაძე
შპს „მკურნალი“ დამფუძნებელი
ოჯახი:
მეუღლე: ლუიზა გოგილავა, დიასახლისი
შვილები: ლევანი
- ექიმი- ნერვოლოგი, თეა-უცხო ენების სპეციალისტი.რძალი-ნათია
სალაყაია-ექიმი-რადიოლოგი, შპს „მკურნალი’-სდირექტორი
შვილიშვილები: მარიკა,სანდრო
ქავთარაძეები, ლიკა ბერაია, ნინო, ნიკო ქავთარაძეები.
ლუთინი
(ლევან) ქავთარაძე 1934 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ძველ
ხიბულაში, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1952-1958 წლებში თბილისის
სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. 1965-1967
წლებში იქვე გაიარა კლინიკური ორდინატურა ნერვოლოგიაში, ნერვულ სნეულებათა
კათედრაზე, აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის და პროფესორ ალექსი მინდაძის
ხელმძღვანელობით.
სურათი: პროფესორ ალექსი მინდაძე, პროფესორ ნოდარ ქავთარაძე და პროფესორ ჯანიკო ვალიშვილთან)
ბატონი ლუთინი (ლევანი) სამი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი ნაშრომი ჟურნალ „საბჭოთა მედიცინა“-ში აქვს გამოქვეყნებული თემაზე „ოქსიგენოთერაპია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროს“ და იგივე საკითხისადმი მიძღვნილი ნაშრომი ჟურნალ „ვრაჩებნოე დელო“-ში.
2001 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ლუთინი (ლევან)ქავთარაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით “ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის“
საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია ბატონი ლუთინის (ლევანი) სამედიცინო კარიერა. მრავლისმეტყველია მისი პირველი ნაბიჯებიც მისი კარიერის გარიჟრაჟზე, როდესაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით ამწესებდნენ შუა აზიაში, სადგურ ჩუს ამბულატორიის ექიმად, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ითხოვა გაემწესებინათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, რადგან მამა გარდაცვლილი ჰყავდა, ხოლო მოხუცი დედა და სამი მცირეწლოვანი და მისი შემყურენი და მოიმედენი იყვნენ.
საბოლოოდ მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღეს და ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის საექიმო ამბულატორიის გამგედ გაამწესეს. მალევე გადაიყვანეს სოფელ ალასტანის საექიმო-ამბულატორი -საავადმყოფოს გამგედ.
აღსანიშნავია, რომ ბატონი ლუთინი (ლევანი) დღემდე სიამოვნებით იხსენებს იმ წლებს, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, მიმდებარე 9 სოფლისათვის, რომელნიც სომხურენოვანი მოსახლეობით იყო დასახლებული, იგი პრაქტიკულად, ერთადერთი კვალიფიციური ექიმი იყო , ის იყო სოფლის მცხოვრებლებისათვის თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, გინეკოლოგიც კი. ის პერიოდი როგორც პრაქტიკის, ისე სუფთა ადამიანური კუთხითაც უაღრესად სასიამოვნო გასახსენებელია მისთვის. 6 თვეში სომხური ენა ისწავლა, იმდენად იყო მოხიბლული ადგილობრივთა ადამიანური სითბოთი. განსაკუთრებული სიძნელე მაინც ზამთარში ელოდა, როდესაც სოფლიდან სოფელში გადაადგილება მხოლოდ მარხილებით იყო შესაძლებელი.
ბატონ ლუთინს თან გამუდმებით სამი შეიარაღებული ადგილობრივი მაცხოვრებელი იცავდა მშიერი მგლის ხროვისაგან.
იქ სამი წელი დაჰყო, შემდეგ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და დაინიშნა ახალი ხიბულის შრომითი გასწორების კოლონიის სამედიცინო ნაწილის უფროსად.
1967-1974 წლებში ლუთინი (ლევან) ქავთარაძე ჯერ ხობის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ნერვოპათოლოგია, შემდეგ კი ამავე რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში.
მნიშვნელოვან ეტაპად
მიიჩნევს კარიერაში
1974-1988 წლებს, როდესაც კურორტ
„მენჯში“ (რომელიც
იმდროინდელი საბჭოთა
კავშირის საკავშირო
მნიშვნელობის და
მსოფლიოში აღიარებული
კურორტი იყო)
ჯერ ექიმ-
ნერვოპათოლოგად, შემდეგ
კი პოლიკლინიკური განყოფილების მთავარ ექიმად
დანიშნეს, სადაც
1988 წლამდე იმუშავა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ წლებში
კურორტი, რომელიც ყოველწლიურად, ძვალ-სახსროვანი, პერიფერიული ნერვული სისტემის და
უშვილობის პრობლემების მქონე 8000-10 000 პაციენტს იღებდა, როგორც ყოფილი საბჭოთა
კავშირის რესპუბლიკებიდან ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ლუთინი (ლევან)
ქავთარაძის იქ მოღვაწეობის პერიოდში დადებითი ზემოქმედება ავადმყოფთა 80%-ზე
დადასტურდა, რაც მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იყო. ამის შესახებ
ბატონი ლუთინის მიერ სპეციალური მოხსენებაც გაკეთდა, იმ წლებში წყალტუბოში
გამართულ „ნერვოპათოლოგთა და ფსიქიატრთა კონფერენციაზე“.
სხვადასხვა წლებში
იყო მოსკოვის, მინსკის და ბაქოს ნერვოპათოლოგთა და ფსიქიატრთა ყრილობის
დელეგატი.
1989 წელს ლუთინი (ლევან)
ქავთარაძის მიერ დაფუძნდა ხობის რაიონის სოფელ ახალ სოფელში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი
კოოპერატივი „ხორგა“, ხორგის ბალნეოლოგიურ-მინერალური წყლების ბაზაზე.
ავადმყოფების სიმრავლის გამო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დონის ამაღლების
მიზნით სოფელ ახალსოფელში ორსართულიანი ამორტიზებული სახლი შეიძინა, სადაც
100-საწოლიანი რესპუბლიკური დონის სანატორიუმი აამოქმედა.
1996 წელს მის მიერ დაფუძნებულ იქნა ქ.ხობში
ამბულატორული კლინიკა „მკურნალი“, სადაც დაასაქმა 20 თანამშრომელი
ბატონ ლუთინს ჯერ-ჯერობით
ერთი შეუსრულებელი ოცნება აქვს, ახალსოფელი გახადოს მინერალური წყლების ბაზაზე
მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი, წუხილით აღნიშნავს, რომ არა აფხაზეთის
ოთხმოცდაათიანი წლების ტრაგედია, დღეისათვის ალბათ უკვე ოცნება რეალიზებულიც ექნებოდა.
იმ პერიოდში, სანატორიუმის
ბაზაზე, მან 161 დევნილი ოჯახი შეიფარა (დღესაც შეფარებული ჰყავს 7 ოჯახი) და
გასაგებია, რომ სანატორიუმის განვითარებაზე ფიქრის საშუალებაც კი არ იყო,
არა თუ მოქმედების.
2014 წელს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი დიდი
წვლილისთვის და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბატონ ლუთინ ქავთარაძეს მიენიჭა
ხობის საპატიო მოქალაქის წოდება.
ბატონი
ლუთინის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელია მისი შვილი ლევანი,
რომელიც დღეისათვის კლინიკა „მკურნალის“-ს ნევროლოგი და ერთერთი ხელმძღვანელია.
ბატონმა
ლევანმაც, ხობში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მამის პროფესია აირჩია და
უმაღლესი სამედიცინო განათლება სანქტ-პეტერბურგის აკად.ი.პ.პავლოვის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. იქვე დაამთავრა ორდინატურა ნევროლოგიისა და
ნეიროქირურგიის კათედრაზე, აკადემიკოს ალექსანდრე სკორომეცის ხელმძღვანელობით და
1997 - 2008 წლებში სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა კლინიკების სტაციონარებში
მოღვაწეობდა.
2008 წელს, მამის თხოვნით, სამშობლოში
დაბრუნდა და კლინიკა „მკურნალს“ ჩაუდგა სათავეში.
დღეისათვის ფაქტია, რომ კლინიკა „მკურნალის“
პოპულარობას, პირველ რიგში, განაპირობებს მამა-შვილი ქავთარაძეების უდიდესი
ავტორიტეტი, პროფესიონალიზმი და მეტი მადლიერი პაციენტების სიმრავლე, არამარტო
სამეგრელოს რეგიონიდან, არამედ აფხაზეთიდან, აჭარიდან და რეალურად მთელი
საქართველოს მასშტაბით.
ექიმის მადლიან
პროფესიას, მამა-შვილ ქავთარაძეების უამრავი მადლიერი პაციენტის გულის
ნადებს კი ყველაზე კარგად ალბათ ეს უბრალო, გულიდან ამოსული, სიტყვები ასახავს,
რომელიც ერთ-ერთმა პაციენტმა ბატონ ლუთინს მიუძღვნა:
„კარგია, როცა ყველა შენ გაქებს,
და ყველას შენსკენ მოუწევს გული,
წამლით კი არა სიტყვითაც ჰკურნავ
რარიგ არ იყოს გაჭირვებული...“