9/25/2026

🏆 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი — უწყვეტი ნდობა და პასუხისმგებლობა!

 „ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრმა“ წარმატებით გაიარა ხელახალი აუდიტი და მეორედ მოიპოვა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი — ISO 9001:2015! 📜✨

თანამედროვე მედიცინაში მაღალი სტანდარტი მხოლოდ მიზანი არ არის — ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაო პროცესია. ISO 9001:2015 გლობალური აღიარებაა იმისა, რომ კლინიკის თითოეული რგოლი — დიაგნოსტიკიდან და კლინიკური სერვისებიდან დაწყებული, პაციენტზე ზრუნვით დამთავრებული — საერთაშორისო მოთხოვნების სრული დაცვით ფუნქციონირებს.

რას ნიშნავს ეს ჩვენი პაციენტებისთვის?

🔹 სტაბილურად მაღალი ხარისხი — განმეორებითი სერტიფიკაცია ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე და მუდმივად ვანახლებთ მართვისა და მომსახურების სტანდარტებს.

🔹 მაქსიმალური უსაფრთხოება — თითოეული სამედიცინო და დიაგნოსტიკური პროცესი ხორციელდება მკაცრად გაწერილი, საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლების მიხედვით.

🔹 პაციენტზე ორიენტირებული გარემო — ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თქვენი ჯანმრთელობა, კომფორტი და ნდობაა.

ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის ხელახლა მიღება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში“ თქვენ ხართ საიმედო და პროფესიონალთა ხელში. 💙

გმადლობთ, რომ გვანდობთ ყველაზე ძვირფასს- ჯანმრთელობას!

📍 ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. #193

📞 577 32 45 47 ნაკლების ჩვენება.

5/19/2026

სიახლე ჩვენს კლინიკაში!

 


  • კომპიუტერული ტომოგრაფია პენსიონერებისთვის 20-დან 44 ლარამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით!

დამატებითი პირობები (ქვედა ნაწილში):

  • 📄 კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია ცნობა ფ-N100-ის წარმოდგენა.

  • ⚙️ კვლევა ტარდება თანამედროვე 128 შრიანი „ჯენერალ ელექტრიკის“ აპარატზე.

3/02/2026

ძვირფასო ქალბატონებო

 


ძვირფასო ქალბატონებო 🌸 

 "ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრი" გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს, გისურვებთ ჯანმრთელობას და გთავაზობთ 📣 აქციას... 

70% ფასდაკლება (MRI) და (CT) 🩻კვლევებზე 1️4 მარტის ჩათვლით.

კვლევის პასუხს უმოკლეს დროში მიიღებთ. ზუსტი დიაგნოსტიკა თბილისის წამყვანი რადიოლოგების მიერ. 

ჩვენი მისამართია: 

📍ქალაქი ხობი ცოტნე დადიანის ტომოგრაფიაზე

🗒️ჩასაწერად დაგვიკავშირდით 

ტელეფონის ნომრებზე: 

📞598-13-81-11 

📞574-06-47-35 ნაკლების ჩვენება

12/19/2025

აქცია ტომოგრაფიებზე "ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში"

 

აქცია ტომოგრაფიებზე "ლევან ქავთარაძის სახელობის  სამედიცინო ცენტრში" .

20 დეკემბრიდან 7 იანვრამდე,  20 25 წლის მიწურულს  ისარგებლეთ 20% ფასდაკლებით კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (CT) და 25% ფასდაკლებით მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე (MRI). 

ზუსტ და სწრაფ დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს თბილისის წამყვანი ექიმებისგან შემდგარი გუნდი მედიცინის დოქტორ, ირაკლი დიასამიძის ხელმძღვანელობით. დასკვნას მიიღებთ კვლევის ჩატარებიდან 1-12 საათში.

აქციის ფარგლებში დამატებით ნევროლოგის კონსულტაცია უფასოდ.

ჩასაწერად დაგვიკავშირდით ☎️:598-13-81-11, 574-06-47-35 ნაკლების ჩვენება

11/01/2025

"ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში" მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევების განყოფილება გაიხსნა

 


"ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში" მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევების განყოფილება გაიხსნა, რომელიც ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ეს სიახლე რეგიონის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, კომპიუტერული კვლევები და ზუსტი დიაგნოსტიკა ადგილზე, ქალაქიდან გაუსვლელად ჩაიტარონ.

პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით განხორციელდა. რადიოლოგიური ბლოკის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ნაკლების ჩვენება



2/06/2025

8 თებერვალს ჩვენს კლინიკას ეწვევა ექიმი უროლოგი გიორგი ნაცვლიშვილი

 


🗓 შაბათს, 8 თებერვალს "ლევან ქავთარაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში" კონსულტაციებს ჩაატარებს მოწვეული  ექიმი უროლოგი,  გიორგი ნაცვლიშვილი.

⏰პაციენტების მიღება 15:00სთ-დან დაიწყება და 18:00საათამდე გაგრძელდება.

👨‍⚕️ ბატონ გიორგის უროლოგიასა და ონკოუროლოგიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს.

📌სხვადასხვა დროს მუშაობდა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ივ.ბოკერიას სახელობის თბილისის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ამჟამად მანანა მგალობლიშვილის რეპროდიქციული კლინიკის ანდროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. 

🖊 ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:

📞577-32-45-47         

📞595-21-90-93

🏥 მისამართი: ქ. ხობი , ცოტნე დადიანის 193

2025 წლის 7 თებერვალს ირაკლი პაპასქუა ჩვენს კლინიკას ეწვევა

პარასკევს, 7 თებერვალს შპს "ლევან ქავთარაძის სახელობის კლინიკაში" კონსულტაციებს ჩაატარებს პეტერბურგსა და თბილისში მოღვაწე - მედიცინის დოქტორი, ქირურგ-ფლებოლოგი, ონკოლოგ-მამოლოგი, ესთეთიკური მედიცინის ცნობილი სპეციალისტი ირაკლი პაპასქუა, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ სკლეროთერაპიის პროცედურა. ირაკლი პაპასქუა:

✔ რუსეთის ფედერაციის ფლებოლოგთა ასოციაციის მოქმედი წევრი

✔ რუსეთის ფედერაციის ონკოლოგთა ასოციაციის მოქმედი წევრი

✔ რუსეთის ფედერაციის კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის მოქმედი წევრი

✔საქართველოს ანგიოქირურგთა ასოციაციის მოქმედი წევრი. კონსულტაციაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  577 324 547  571 049 483


 

3/15/2022

კლინიკა "მკურნალის" განახლებული ლაბორატორიული სერვისი


კლინიკა "მკურნალის" ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში წარმოებს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიული კვლევები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

🔬კლინიკა "მკურნალის" ლაბორატორიული სერვისი მოიცავს შემდეგ ლაბორატორიულ კვლევებს:
✅ზოგადი კლინიკური კვლევები
✅ბიოქიმიური
✅კოაგულაციური
✅ჰორმონალური
✅კოვიდის და ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების განსაზღვრა
⌚ლაბორატორია მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 დან 17:00 საათამდე.
🚑🚪ასევე საჭიროების შემთხვევაში ფუნქციონირებს ბინაზე გამოძახების სერვისი
🔬💻ლაბორატორია აღჭურვილია 3 უახლესი თაობის იაპონური ანალიზატორით, რაც საშუალებას გვაძლევს ყველა კვლევა ჩატარდეს ადგილზე, მასალის ტრანსპორტირების გარეშე უმოკლეს დროში.
📞დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 598 28 48 48