6/03/2018

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ტკივილის მართვის თანამედროვე ასპექტები



31 მაისს და 1 ივნისს  ქ.თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემებზე: გლობალური ტვირთიმკურნალობის საუკეთესო შესაძლებლობები, ტკივილი ნევროლოგიაში პოდაგრა:  გაიდლაინები და მკურნალობამწვავე ტკივილი: გაიდლაინები და მკურნალობა პოსტოპერაციული ტკივილი  ქირურგიასა და ორთოპედიაში.
          აღნიშნულ კონფერენციაზე მოწვეული იყო  ხობის სამედიცინო ცენტრ „მკურნალი“-ს ექიმი - ნევროლოგი ბატონი ლევან ქავთარაძე.



კონფერენციის მომხსენებლები გახლდათ:

ჯიუსტინო ვარაზი
პროფესორი: ტკივილის მსოფლიო ინსტიტუტის (WIP) პრეზიდენტი,
ტკივილის საწინააღმდეგო ევროპული ლიგის 
(EuLAP) ყოფილი პრეზიდენტი, პაოლო პროკაჩის ფონდის (PPF) პრეზიდენტი, იტალია.
მაგდა ჰანა
მედიცინის დოქტორი: კონსულტანტი ტკივილის მედიცინის დარგში, ტკივილგამაყუჩებლებისა და ტკივილის კვლევის ცენტრის 
(APRU) დირექტორი, დიდი ბრიტანეთი.

ჯენ კიელშტეინი
პროფესორი: ბრა
ნსვიგის  IV სამედიცინო კლინიკის, ჰიპერტენზიის, ნეფროლოგიისა და უმაღლესი სამედიცინო და სასწავლო ჰოსპიტალის დირექტორი, გერმანია.

კახაბერ ჭელიძე
პროფესორი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველო.
ალექსანდრე ცისკარიძე
პროფესორი: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პინეო სამედიცინო ეკო სისტემა - ნერვოლოგიური სამსახურის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველო.
მარინე ჯანელიძე
პროფესორი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველო.
მამუკა ლორთქიფანიძე
მედიცინის დოქტორი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი „რევმატოლოგიის“ სამედიცინო-პრაქტიკული ცენტრის რევმატოლოგი, საქართველო.
მერაბ კილაძე
პროფესორი: ამერიკის ქირურგიული კოლეჯისა და ქირურგიის საერთაშორისო კოლეჯი წევრი, მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ივ.ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიული დეპარატამენტის ხელმძღვანელი, საქართველო.


 ფოტოზე: ლევან ქავთარაძე და ჯიუსტინო ვარაზი