11/26/2017

მორიგი უფასო სკრინინგ აქცია კლინიკა "მკურნალში" (ვიდეო)

26 ნოემბერს ქ. ხობში კლინიკა მკურნალის ბაზაზე, ქ. თბილისიდან მოწვეული ექიმ სპეციალისტების გუნდის მიერ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობისთვის  ჩატარდა უფასო სკრინინგი 1 წლიდან- 18 წლამდე ასაკის ბავშვებშისათვის.
  სკრინინგის მიზანია გამოავლინოს ტანდეგობის დარღვევები, როგორიცაა: სქოლიოზი, ჰიპერკიფოზური და ჰიპერლორდოზული მდგომარეობები, სხვადასხვა ტიპის ბრტყელტერფიანობა, დისპლაზიები, მენჯ- ბარძაყის ასიმეტრია, დამოკლებული კიდური და ა. შ. კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაატარეს ქ. თბილისში მოღვაწე ცნობილმა ორთოპედმა მარინა მაჭავარიანმა, 
მოსკოვში, მინსკსა და თბილისში მოღვაწე, ტერფის ცნობილმა სპეციალისტმა ალექსანდრე მანუკიანმა, ფიზიკური რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის ექიმმა ბესიკ კორტავამ .
ვიდეო