3/15/2022

კლინიკა "მკურნალის" განახლებული ლაბორატორიული სერვისი


კლინიკა "მკურნალის" ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში წარმოებს სხვადასხვა მიმართულების ლაბორატორიული კვლევები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

🔬კლინიკა "მკურნალის" ლაბორატორიული სერვისი მოიცავს შემდეგ ლაბორატორიულ კვლევებს:
✅ზოგადი კლინიკური კვლევები
✅ბიოქიმიური
✅კოაგულაციური
✅ჰორმონალური
✅კოვიდის და ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების განსაზღვრა
⌚ლაბორატორია მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 დან 17:00 საათამდე.
🚑🚪ასევე საჭიროების შემთხვევაში ფუნქციონირებს ბინაზე გამოძახების სერვისი
🔬💻ლაბორატორია აღჭურვილია 3 უახლესი თაობის იაპონური ანალიზატორით, რაც საშუალებას გვაძლევს ყველა კვლევა ჩატარდეს ადგილზე, მასალის ტრანსპორტირების გარეშე უმოკლეს დროში.
📞დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე: 598 28 48 48

4/09/2020

ძვირფასო ხობელებო!

კომენდანტის საათის მოქმედების პერიოდში (21:00 დან 06:00 მდე) გადაუდებელი ნევროლოგიური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დარეკეთ ნომერზე: 579 71 55 11 და ნევროლოგი ლევან ქავთარაძე მოგაკითხავთ ბინაზე საკუთარი ტრანსპორტით,  გაგიწევთ კონსულტაციას და საჭირო დახმარებას
🛑უ ფ ა ს ო დ !!!🛑
ასევე გაუწყებთ, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, კლინიკა "მკურნალში" ნებისმიერი ექიმ-სპეციალისტიდ კონსულტაცია არის 🛑უ ფ ა ს ო, 🛑განურჩევლად თქვენი სადაზღვევო პაკეტისა.
#დარჩითსახლში

3/22/2020

საჩუქარი

ძვირფასო ხობელებო. მოგმართავთ მათ, ვისაც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქმიანობიდან ან საჭიროებიდან გამომდინარე გიწევთ სამსახურში ან ქუჩაში გასვლა:მობრძანდით "მკურნალის" აფთიაქში და აიღეთ  უ ფ ა ს ო დ (საჩუქრად) რეზინის ხელთათმანი ერთ ადამიანზე 2 წყვილი! რაოდენობა შეზღუდულია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!

2/02/2020

ექიმთა აქცია ე.წ. საზღვართან

ექიმთა უფასო აქცია ე.წ. აფხაზეთის საზღვართან, რომელშიც ჩვენი კლინიკა ,,მკურნალის“ ექიმებმა ლევან ქავთარაძემ და ნათია სალაყაიამ მიიღეს მონაწილეობა.




1/13/2020

ექიმი-ენდოკრინოლოგი-ნანა შენგელია კლინიკა ,,მკურნალში“ კონსულტაციებს ჩაატარებს

ოთხშაბათს, 15 იანვარს კლინიკა ,,მკურნალში“!
კონსულტაციებს ჩაატარებს გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ექიმი-ენდოკრინოლოგი-ნანა შენგელია
♦️თუ გაწუხებთ:
🔸შაქრიანი დიაბეტი
🔸ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
🔸სიმსუქნე
✍️გთხოვთ დარეკოთ წინასწარ და ჩაეწეროთ:
☎️ 577 76 41 77
598 28 48 48

8/13/2019

ლუთინი (ლევან) ქავთარაძეს ვულოცავთ 85 წლის იუბილეს!


შპს „მკურნალის“ კოლექტივი ულოცავს 85 წლის იუბილეს კლინიკის დამფუძნებელს, უსაყვარლეს და გამორჩეულ პიროვნებას, რაიონის სასახელო შვილს, დამსახურებულ ექიმს, ღირსების ორდენის კავალერს, ხობის საპატიო მოქალაქეს, უამრავი ხობელის და არა მარტო ხობელის დაუზარებელ და უანგარო მკურნალს, საკუთარი საქმის უდიდეს პროფესიონალს, ბატონ ლუთინი (ლევან) ქავთარაძეს უსურვებს ჯანმრთელობას და წელთა სიმრავლეს.


ლუთინი (ლევან) ქავთარაძე

შპს „მკურნალი“ დამფუძნებელი

ოჯახი: 

მეუღლე: ლუიზა გოგილავა, დიასახლისი
შვილები: ლევანი - ექიმი- ნერვოლოგი, თეა-უცხო ენების სპეციალისტი.რძალი-ნათია სალაყაია-ექიმი-რადიოლოგი, შპს „მკურნალი’-სდირექტორი
შვილიშვილები: მარიკა,სანდრო ქავთარაძეები, ლიკა ბერაია, ნინო, ნიკო ქავთარაძეები.
            ლუთინი (ლევან) ქავთარაძე 1934 წლის 13 აგვისტოს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1952-1958 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. 1965-1967 წლებში იქვე გაიარა კლინიკური ორდინატურა ნერვოლოგიაში, ნერვულ სნეულებათა კათედრაზე, აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის და პროფესორ ალექსი მინდაძის ხელმძღვანელობით.
სურათიპროფესორ ალექსი  მინდაძე, პროფესორ ნოდარ ქავთარაძე და პროფესორ ჯანიკო ვალიშვილთან)
    ბატონი ლუთინი (ლევანი) სამი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის ორი ნაშრომი ჟურნალსაბჭოთა მედიცინა“-ში აქვს გამოქვეყნებული თემაზეოქსიგენოთერაპია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დროსდა იგივე საკითხისადმი მიძღვნილი ნაშრომი ჟურნალვრაჩებნოე დელო“-ში.

 2001 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ლუთინი  (ლევან)ქავთარაძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით   “ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის  

       საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია ბატონი ლუთინის (ლევანი) სამედიცინო კარიერა. მრავლისმეტყველია მისი პირველი ნაბიჯებიც მისი კარიერის გარიჟრაჟზე, როდესაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით ამწესებდნენ შუა აზიაში, სადგურ  ჩუს ამბულატორიის ექიმად, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ითხოვა გაემწესებინათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, რადგან მამა გარდაცვლილი ჰყავდა, ხოლო მოხუცი დედა და სამი მცირეწლოვანი და მისი შემყურენი და მოიმედენი იყვნენ.
            საბოლოოდ მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღეს და ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის საექიმო ამბულატორიის გამგედ გაამწესეს. მალევე გადაიყვანეს სოფელ ალასტანის საექიმო-ამბულატორი -საავადმყოფოს გამგედ.
            აღსანიშნავია, რომ ბატონი ლუთინი (ლევანი) დღემდე სიამოვნებით იხსენებს იმ წლებს, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, მიმდებარე 9 სოფლისათვის, რომელნიც სომხურენოვანი მოსახლეობით იყო დასახლებული, იგი პრაქტიკულად, ერთადერთი კვალიფიციური ექიმი იყო , ის იყო სოფლის მცხოვრებლებისათვის თერაპევტი, პედიატრი, ქირურგი, გინეკოლოგიც კი. ის პერიოდი როგორც პრაქტიკის, ისე სუფთა ადამიანური კუთხითაც უაღრესად სასიამოვნო გასახსენებელია მისთვის. 6 თვეში სომხური ენა ისწავლა, იმდენად იყო მოხიბლული ადგილობრივთა ადამიანური სითბოთი. განსაკუთრებული სიძნელე მაინც ზამთარში ელოდა, როდესაც სოფლიდან სოფელში გადაადგილება მხოლოდ მარხილებით იყო შესაძლებელიბატონ ლუთინს თან გამუდმებით სამი შეიარაღებული ადგილობრივი მაცხოვრებელი იცავდა მშიერი მგლის ხროვისაგან.

            იქ სამი წელი დაჰყო, შემდეგ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და დაინიშნა ახალი ხიბულის შრომითი გასწორების კოლონიის სამედიცინო ნაწილის უფროსად

            1967-1974 წლებში ლუთინი (ლევან) ქავთარაძე ჯერ ხობის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ნერვოპათოლოგია, შემდეგ კი ამავე რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში
 მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს კარიერაში 1974-1988  წლებს, როდესაც კურორტმენჯში“ (რომელიც იმდროინდელი საბჭოთა კავშირის საკავშირო მნიშვნელობის და მსოფლიოში აღიარებული კურორტი იყო) ჯერ ექიმ- ნერვოპათოლოგად, შემდეგ კი პოლიკლინიკური განყოფილების მთავარ ექიმად დანიშნეს, სადაც 1988 წლამდე იმუშავა
თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ წლებში კურორტი, რომელიც ყოველწლიურად, ძვალ-სახსროვანი, პერიფერიული ნერვული სისტემის და უშვილობის პრობლემების მქონე 8000-10 000 პაციენტს იღებდა, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ლუთინი (ლევან) ქავთარაძის იქ მოღვაწეობის პერიოდში დადებითი ზემოქმედება ავადმყოფთა 80%-ზე დადასტურდა, რაც მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მაჩვენებელი იყო. ამის შესახებ ბატონი ლუთინის მიერ სპეციალური მოხსენებაც გაკეთდა, იმ წლებში წყალტუბოში გამართულ „ნერვოპათოლოგთა და ფსიქიატრთა კონფერენციაზე“.

           სხვადასხვა წლებში იყო  მოსკოვის, მინსკის და ბაქოს ნერვოპათოლოგთა და ფსიქიატრთა ყრილობის დელეგატი. 

         1989 წელს ლუთინი (ლევან) ქავთარაძის მიერ დაფუძნდა ხობის რაიონის სოფელ  ახალ სოფელში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კოოპერატივი „ხორგა“, ხორგის ბალნეოლოგიურ-მინერალური წყლების ბაზაზე.  ავადმყოფების სიმრავლის გამო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დონის ამაღლების მიზნით სოფელ ახალსოფელში ორსართულიანი ამორტიზებული სახლი შეიძინა, სადაც 100-საწოლიანი რესპუბლიკური დონის სანატორიუმი აამოქმედა.

   1996 წელს მის მიერ დაფუძნებულ იქნა ქ.ხობში ამბულატორული კლინიკა „მკურნალი“, სადაც დაასაქმა 20 თანამშრომელი 

           ბატონ ლუთინს ჯერ-ჯერობით ერთი შეუსრულებელი ოცნება აქვს, ახალსოფელი გახადოს მინერალური წყლების ბაზაზე მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი, წუხილით აღნიშნავს, რომ არა აფხაზეთის ოთხმოცდაათიანი წლების ტრაგედია, დღეისათვის ალბათ უკვე ოცნება რეალიზებულიც ექნებოდა.

           იმ პერიოდში, სანატორიუმის ბაზაზე, მან 161 დევნილი ოჯახი შეიფარა (დღესაც შეფარებული ჰყავს 7 ოჯახი) და გასაგებია, რომ სანატორიუმის განვითარებაზე ფიქრის საშუალებაც კი არ იყო, არა  თუ მოქმედების.
 2014 წელს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი დიდი წვლილისთვის და 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბატონ ლუთინ ქავთარაძეს მიენიჭა ხობის საპატიო მოქალაქის წოდება.

           ბატონი ლუთინის საქმიანობის  ღირსეული გამგრძელებელია მისი შვილი ლევანი, რომელიც დღეისათვის კლინიკა „მკურნალის“-ს ნევროლოგი და ერთერთი ხელმძღვანელია.
           ბატონმა ლევანმაც, ხობში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მამის პროფესია აირჩია და უმაღლესი სამედიცინო განათლება სანქტ-პეტერბურგის აკად.ი.პ.პავლოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. იქვე დაამთავრა ორდინატურა ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრაზე, აკადემიკოს ალექსანდრე სკორომეცის ხელმძღვანელობით და 1997 - 2008 წლებში სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა კლინიკების სტაციონარებში მოღვაწეობდა.
    2008 წელს, მამის თხოვნით, სამშობლოში დაბრუნდა და კლინიკა „მკურნალს“ ჩაუდგა სათავეში.
     დღეისათვის ფაქტია, რომ კლინიკა „მკურნალის“ პოპულარობას, პირველ რიგში, განაპირობებს მამა-შვილი ქავთარაძეების უდიდესი ავტორიტეტი, პროფესიონალიზმი და მეტი მადლიერი პაციენტების სიმრავლე, არამარტო სამეგრელოს რეგიონიდან, არამედ აფხაზეთიდან, აჭარიდან და რეალურად მთელი საქართველოს მასშტაბით.
    ექიმის მადლიან პროფესიას,  მამა-შვილ ქავთარაძეების უამრავი მადლიერი პაციენტის გულის ნადებს კი ყველაზე კარგად ალბათ ეს უბრალო, გულიდან ამოსული, სიტყვები ასახავს, რომელიც ერთ-ერთმა პაციენტმა ბატონ ლუთინს მიუძღვნა:
„კარგია, როცა ყველა შენ გაქებს,
და ყველას შენსკენ მოუწევს გული,
წამლით კი არა სიტყვითაც ჰკურნავ
რარიგ არ იყოს გაჭირვებული...“