5/27/2018

10 ივნისს კლინიკა "მკურნალში" მედიცინის დოქტორი ირაკლი პაპასქუა კონსულტაციებს გამართავს

კვირას, 10 ივნისს კლინიკა "მკურნალში" კონსულტაციებს ჩაატარებს პეტერბურგსა და თბილისში მოღვაწე - მედიცინის დოქტორი, ქირურგ-ფლებოლოგი, ონკოლოგ-მამოლოგი, ესთეთიკური მედიცინის ცნობილი სპეციალისტი ირაკლი პაპასქუა , საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ სკლეროთერაპიის პროცედურა.
ირაკლი პაპასქუა:

  •  რუსეთის ფედერაციის ფლებოლოგთა ასოციაციის მოქმედი წევრი
  •  რუსეთის ფედერაციის ონკოლოგთა ასოციაციის მოქმედი წევრი
  •  რუსეთის ფედერაციის კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის ასოციაციის მოქმედი წევრი
  •  საქართველოს ანგიოქირურქთა ასოციაციის მოქმედი წევრი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
574 159 259, 571 68 68 70.


5/23/2018

27 მაისს ცნობილი ექიმი ბესიკ კორტავა „მკურნალში“ კონსულტაციებს გამართავს


კვირას, 27 მაისს, კლინიკა "მკურნალში" კონსულტაციებს ჩაატარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირებული ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციის და სპორტული მედიცინის ცნობილი ექიმი ბესიკ კორტავა.

1.ტანდეგობის დარღვევების (სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი და ა. შ.) ეფექტური მკურნალობა და მართვა.
2.ტერფის დიაგნოსტიკა და ტერფმრუდობის მკურნალობა.
3.ინსულტისშემდგომი,ტრავმების, ხერხემლის სვეტის დაზიანების და ოპერეციის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.
4.სარეაბილიტაციო ღონისძიებების ინდივიდუალური დაგეგმარება და ეფექტური მართვა.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 76 41 77, 574 15 92 59.

5/17/2018

ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კლინიკა „მკურნალ“-ში


კლინიკა „მკურნალ“-ში ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ანტირაბიული კაბინეტი, სადაც ძაღლის, კატის და სხვა ცხოველების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასოდ გაგიკეთდებათ ცოფის და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

დამატებით ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 579 95 23 32, 577 76 47 77.