7/16/2016

მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა (video)

9 ივლისს,ქალაქ ხობში, სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "მკურნალში", ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირებულმა, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ექიმმა ბესიკ კორტავამ, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად,მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია. კვალიფიციურმა ექიმებმა, უფასო სამედიცინო დახმარების მიღების მსურველებს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით ხერხემლის და ტერფის პათოლოგიების სკრინინგი ჩაუტარეს.

VIDEO