4/23/2018

ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა უკეთ ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

20-22 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა რადიოლოგთა საერთაშორიოსო სიმპოზიუმი, რომლის დელეგატებს შორის იყო კლინიკა "მკურნალი"-ს ექიმი-რადიოლოგი ნათია სალაყაია.სიმპოზიუმზე ტრენინგ-ლექციები ჩაატარეს მსოფლიოში ცნობილმა, დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა: კატერინა ბილარდომ, ლოურენს სალომონმა, სარა ჯონსონმა, ნიკ ვრაქნისმა, გუსტავო მაიგნერმა, ჯულიენ კასტელმა, ბასკი თალგანათენმა, დარიო პალადინმა.