7/16/2016

მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა (video)

9 ივლისს,ქალაქ ხობში, სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "მკურნალში", ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირებულმა, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ექიმმა ბესიკ კორტავამ, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად,მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია. კვალიფიციურმა ექიმებმა, უფასო სამედიცინო დახმარების მიღების მსურველებს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით ხერხემლის და ტერფის პათოლოგიების სკრინინგი ჩაუტარეს.

VIDEO

2/29/2016

დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია (video)

ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაჟირებული ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ექიმი ბესიკ კორტავა ქ. ხობში გთავაზობთ ევროპის, აშშ და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებს. ყველა პაციენტს ჩაუტარდება ინდივიდუალურად შერჩეული რეაბილიტაციის პროგრამა, შესაძლებელია მწოლიარე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებთან ბინაზე მომსახურება. პაციენტებს მოემსახურება ქ. თბილისის წამყვან კლინიკებში, რეაბილიტაციის ცენტრში სტაჟირებული და ფართო პროფილის სამუშაო პრაქტიკის მქონე უმაღლესი კატეგორიის ფიზიკური თერაპიის სპეციალისტი თინათინ კორტავა.